დაგვირეკეთ: 599 08 54 54

ესთეტიკური სტომატოლოგია – გზები, ღიმილის გალამაზებისთვის

კბილების გათეთრებითა და ფორმირებით დაწყებული, დაზიანების აღდგენით და ჩანაცვლებით დამთავრებული, ღიმილის გალამაზებისთვის სტომატოლოგებს არაერთი მეთოდი და ტექნიკა გააჩნიათ. ესთეტიკური სტომატოლოგია ყველა იმ სერვისს მოიცავს, რომელიც თქვენს ღიმილს, სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.

კბილების გათეთრება

დროთა განმავლობაში, კბილებმა შესაძლოა ფერი შეიცვალოს, განსაკუთრებით თამბაქოს მოხმარების, ყავის/ჩაის და ღვინის ხშირი მიღების შემთხვევაში. თუმცა, სტომატოლოგს ეს სულაც არ აშინებს და ამან არც თქვენ უნდა შეგაშინოთ, რადგან კბილების გათეთრებისთვის, არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის – კბილების ქიმიური გათეთრება. გასათვალისწინებელია, რომ კბილების გათეთრების შემდეგ, მას მოფრთხილება კვლავ სჭირდება. ამიტომ, ყოველდღიურად უნდა დაიცვათ ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად გაისუფთავოთ კბილები.

ვინირები

ვინირები კბილების წინა მხარეს ფარავენ, რაც მათი ფერის ან ფორმის შეცვლას ემსახურება. ვინირების დახმარებით, შეგვიძლია გავალამაზოთ ისეთი კბილები, რომლებიც:

  • ღია სივრცეებიით ხასიათდებიან
  • დაზიანებულია
  • დალაქავებულია
  • ხასიათდებიან ცუდი ფორმით

გვირგვინები

გვირგვინები სრულად ფარავენ კბილებს და აღადგენენ მათ ბუნებრივ ფორმასა და გარეგნობას. გვირგვინები შესაძლოა დაგჭირდეთ:

  • უფრომო ან გაუფერულებული კბილის დასაფარად
  • სუსტი კბილის დასაცავად
  • ჩამოტეხილი ან დაზიანებული კბილის აღსადგენად
  • კბილის ღრუს შესავსებად
  • სტომატოლოგიური ხიდის ფიქსაციისთვის
  • სტომატოლოგიური იმპლანტის დასაფარად

გვირგვინები შესაძლოა იყოს როგორც მეტალის, ასევე ფაიფურისა და კერამიკის. ვინაიდან, გვირგვინები ნაკლებად ბიუჯეტურია, მათ სტომატოლოგები მხოლოდ იმ შემთხვეაში გვირჩევენ, თუ სხვა პროცედურებით სასურველი შედეგის მიღწევა არ ხერხდება. გვირგვინი შესაძლოა იყოს დროებითიც.

ბრეკეტები

დღესდღეობით, ბრეკეტებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. თანაც, მისგან მიღებული სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კბილების გასწორება. გარდა იმისა, რომ ბრეკეტები ჩვენს ღიმილსაც ალამაზებს, მას ყბების პოზიციის შესწორება და ბალანსის აღდგენაც შეუძლია. ძირითად შემთხვევებში, ბრეკეტების ტარების პერიოდი, სულ მცირე, 1 წელიწადია. ის შეიძლება იყოს როგორც კერამიკული, ასევე მეტალის.

აღსანიშნავია, რომ ბრეკეტების ტარებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყურადღება ექცევა პირის ღრუს ჰიგიენას – ამისათვის, ნამდვილად მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, რომ ბრეკეტების გაკეთებამდე, ზედმიწევნით მოიწესრიგოთ პირის ღრუ და პოტენციური პრობლემები ადრეულ ეტაპზევე აღმოფხვრათ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ, რეკომენდებულია რეტეინერის ტარება – ეს ბრეკეტებისგან მიღებული ეფექტის შენარჩუნებაში და გახანგრძლივებაში გვეხმარება.

იმპლანტები

იმპლანტები ესთეტიკური სტომატოლოგიის მნიშვნელოვან პროცედურებს საჭიროებენ, თუმცა ისინი ნაკლული კბილის ჩანაცვლებისთვის, ეფექტურ და გრძელვადიან საშუალებას წარმოადგენენ.  იმპლანტი შესაძლოა ხიდის ნაცვლადაც იქნას გამოყენებული.

მხატვრული რესტავრაცია

მხატვრული, იგივე ესთეტიკური რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა, რადგან მისი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს, ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში გავილამაზოთ. მხატვრული რესტავრაციით შესაძლებელია კბილის ბუნებრივი და შეძენილი დეფექტების გამოსწორება, კბილის ფერის, ფორმისა და დგომის შეცვლა.

ეს ღიმილის გალამაზებისთვის საჭირო იმ პროცედურების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომლით სარგებლობაც თქვენ შეგიძლიათ. თუ ღიმილის დროს, მცირედ დისკომფორტს მაინც განიცდით, მაშინ ნუ დააყოვნებთ განწყობის და ღიმილის გალამაზებას – ამ უკანასკნელში კი, ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი უდაოდ დაგეხმარებათ.

აირჩიეთ სერვისი*
სახელი*
ელ.ფოსტა*
მობილურის ნომერი *
კომენტარი