
სტომატოლოგიური ცენტრი მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 44 ნომერში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მოგვწეროთ კლინიკის გვარდზე ან დაგვირეკოთ 599085454.
ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურება: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პარადონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია და ყველა ტიპის რენტგენოლოგიური კვლევა.
თუ თქვენ გაქვთ ჯანსაღი პირის ღრუ, არ გაქვთ პრობლემები კბილებსა და ღრძილებზე, მაშინ სტომატოლოგთან ვიზიტი გჭირდებათ 6 თვეში ერთხელ. ასეთ პროფილაქტიკურ ვიზიტზე ექიმი დროულად მოახდენს პირის ღრუში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირებას და შესაბამისად პრობლემის მოგვარება ადრეულ ეტაპზე მოხდება უფრო მარტივად და მცირე მატერიალური დანახარჯებით. თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კარიესი, პაროდონტიტი, გინგივიტი, სახრის დისფუნქცია, ექიმთან ვიზიტი გჭირდებათ 2-3 თვეში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებისთვის.
კბილის პასტის შერჩევა ხდება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობის გათვალისწინებით. ჯაგრისი სასურველია იყოს საშუალო სიხისტის, მომრგვალებული ჯაგრულებით.
მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ცუდად შერჩეული ჯაგრისი, ასევე ღრძილების დაავადება და ქვების და ნადების არსებობა კბილების ზედაპირზე. თუ თქვენ შენიშნეთ ღრძილებიდან სისიხლდენა, აუცილებლად მიმართეთ პაროდონტოლოგს.
კბილების მხატვრული რესტავრაცია კეთდება ერთ ვიზიტში. საშუალოდ ერთი კბილის რესტავრაციას ერთი საათი სჭირდება.
ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ ბრეკეტებით კბილების გასჭორება არ არის. ბრეკეტებით კბილები საკმაოდ სწრაფად შეიძლება გასწორდეს, მაგრამ კბილების გასწორების შემდეგ ამ გასწორებული კბილების სწორ კონტაქტებში ჩასმა უფრო რთული და შრომატევადი პროცესია. ორთოდონტიულ მკურნალობას საშულოდ 1,5-2 წელი სჭირდება.