დაგვირეკეთ: 599 08 54 54

ორთოდონტია

ორთოდონტია

კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების სხვადასხვა მეთოდი
case-02.jpg
სერვისის აღწერა
მოიცავს: კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების  სხვადასხვა მეთოდს, ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების დიაგნოსტიკას,  პროფილაქტიკასა და მკურნალობას. 1. მეტალის ბრეკეტები მაღალხარისხიანი და გამძლე მეტალის ბრეკეტი დამზადებული უჟანგავი მეტალისგან  მარტივი და კომფორტული საშუალებაა კბილების გასწორებისთვის. ბრეკეტზე  დამაგრებული რეზინის რგოლები იცვლება ყოველი ვიზიტისას და შესაძლებლობას იძლევა აირჩიოთ სასურველი ფერი ღიმილის გასახალისებლად. 2. კერამიკული & ესთეტიკური ბრეკეტები კერამიკულ ბრეკეტს როგორც მეტალის ბრეკეტს ახლავს ლიგატურები და გამოირჩება  თავისი სიმყარით და სიმტკიცით. ბრეკეტი დამზადებულია კერამიკისგან, რაც მას   შეუმჩნეველს ხდის კბილის მინანქარზე. კერამიკული ბრეკეტი არის ეფექტური  საშუალება როგორც ზდასრული ასევე ახალგაზრდა პაციენტებისთვის მიიღონ   სასურველი ღიმილი ესთეტიკურ კომფორტთან ერთად. 3. თვითლიგირებადი ბრეკტები თვითლიგირებადი ბრეკეტები გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიით. მას არ გააჩნია ლიგატურა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსუბუქი ძალის გამოყენებით სწრაფად გადავაადგილოთ კბილები. თვითლიგირებადი ბრეკეტები არ საჭიროებს ყოველთვიურ კორექციას და წარმოადგენს ეფექტურ და ესთეტიკურ მეთოდს სასურველი შედეგის მისაღწევად – ექიმთან ხშირი ვიზიტის გარეშე. თვითლიგირებადი ბრეკეტების არაერთი სახეობა არსებობს. ორთოდონტიული მკურნალობისას შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა ფუნქციური აპარატები(მაგ.ზედა ყბის გასაფართოვებელი აპარატი) მინიიმპლანტები და ა.შ. 4ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს: ისეთ მანიპულაციებს, როგორიცაა კბილების ან კბილის ფესვების ექსტრაქცია. კლინიკაში შესაძლებელია მიიღოთ პირის ღრუს ყველა ტიპის ქირურგიული მომსახურება.

პოპულარული სერვისი

შეკვეთის გასაფორმებლად გაიარეთ ავტორიზაცია.

სამუშაო საათები

ორშ - პარ

9.00 დან 17.00

შაბ - კვ

10.00 დან 14.00

აირჩიეთ სერვისი*
სახელი*
ელ.ფოსტა*
მობილურის ნომერი *
კომენტარი