მოიცავს: ბავშვების კბილების დაბჯენას, ენდოდონტიურ მკურნალობას, ორთოდონტიული პრობლემების რისკების დროულად გამოვლენას და დაზიანებული კბილების ორთოპედიული გვირგვინებით აღდგენას. გასათვალისწინებელია ბავშვის ემოციის მართვა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტისას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდგომი მკურნალობის ეფექტურობისათვის. ბავშვის პირველ ემოციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან კომუნიკაციის დამყარებაში და განსაღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლის და ზოგადად ექიმების მიმართ.