მოიცავს: ყველა იმ სერვისებსა და პროცედურებს, რაც ღიმილის გალამაზებას გულისხმობს. ყველაზე მოთხოვნადი მანიპულაციებია :მხატვრული რესტავრაცია, კბილების ქიმიური გათეთრება, ვინირება და ა.შ. ყველა ეს პროცედურა მიმართულია ღიმილის ესთეტიკის გაუმჯობესებისკენ. ხშირად ღიმილის გალამაზებისათვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო – დაწყებული ბრეკეტებით მკურნალობიდან, დამთავრებული მხატვრული რესტავრაციით ან ვინირებით.