სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია გნათოლოგიას. გნათოლოგია შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის მორფოფუნქციურ ურთიერთკავშირს ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა ან თერაპიულმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში, მაგალითად: ტკივილი, ტკაცუნი, დაჭიმულობა, პირის გაღების შეზღუდვა, შუილი ყურებში.
გნათოლოგიური მკურნალობის მთავარი მიზანია სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება, ქვედა ყბის და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე თავების ცენტრირება, თანკბილვის ნორმალიზება. მკურნალობა მოიცავს 4 დან 6 თვეს, სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე.