დაგვირეკეთ: 599 08 54 54

სპლინტთერაპია – ყბისა და კბილების დაცვის საიდუმლო

მითი თუ რეალობა?

ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ სპლინტი უბრალოდ პლასტმასის კაპაა ღამით კბილების დასაცავად. სინამდვილეში, სპლინტი მკურნალობის მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ადუნებს დაძაბულ კუნთებს, აღადგენს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის ფუნქციას, იცავს კბილებს ცვეთისგან და ეხმარება ყბას „დაისვენოს“ ღამით.

როდისაა სპლინტთერაპია საჭირო?

გაღვიძებისას შეიძლება თქვენი ყბა გაცილებით დაღლილი იყოს, ვიდრე თქვენ. ღამით კბილებს აჭრიალებდით და კუნთები თითქოს არ დასვენებულა. ამჩნევთ სახის ასიმეტრიას და კბილების ცვეთას. გაქვთ მუდმიდი თავის ტკივილი. ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ თქვენი ყბა დახმარებას ითხოვს. ასეთ დროს სპლინტთერაპია აუცილებელია.  

როგორ მუშაობს?

სპლინტი მუშაობს როგორც ინჟინერი, რომელიც ღამით თქვენს ყბას „აწყობს“, ამცირებს სახსარზე დატვირთვას, ადუნებს დაძაბულ კუნთებს და აყენებს ყბას მის ბუნებრივ პოზიციაში. სპლინტთერაპიის პირველი კვირებიდანვე იგრძნობთ, როგორ თავისუფლად „სუნთქავს“ თქვენი ყბა. თერაპიის ეფექტი კი იზრდება რეგულარული ტარებისა და ექიმის მიერ პერიოდული კონტროლის და კორექციის შედეგად.

სპლინტის ტიპები:

სპლინტი არ არის ერთმხრივი ინსტუმენტი – არსებობს რამოდენიმე ტიპი და მისი ფუნქცია, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული.

  • სარელაქსაციო სპლინტი – გამოიყენება კუნთების დაძაბულობის მოსადუნებლად
  • სტაბილიზაციის სპლინტი – გამოიყენება სარელაქსაციო სპლინტის მიღებული შედეგის გასახანგრძლივებლად
  • რეპოზიცირების სპლინტი – გამოიყენება ყბის ბუნებრივ პოზიციაში დაბრუნების მიზნით.

მოვლის წესები

სპლინტი თავის საქმეს ვერ შეასრულებს, თუ მას არ მოუვლით:

  • გაწმინდეთ ყოველდღე რბილი ჯაგრისით და კბილის პასტით ან ნეტრალური საპნით
  • ნუ ჩადებთ ცხელ წყალში
  • შეინახეთ მშრალად, სუფთა კონტეინერში

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ პერიოდული ვიზიტი ექიმთან, კორექციისა და მონიტორინგის მიზნით.

ვინ არის გნათოლოგი?

სპლინტთერაპიას გნათოლოგი ატარებს.

გნათოლოგი მხოლოდ კბილების ექიმი არ არის – ის სპეციალისტია, ვინც სრულ სურათს ხედავს: კბილებს, ყბის მოძრაობას, სახსარს, კუნთებს და თქვენს პრობლემაზე სტრესის გავლენასაც კი. მისი მიზანი ყბის სულ ჰარმონიაში მოყვანაა, ისე რომ მთელი სისტემა იდეალურად მუშაობდეს.

რას აკეთებს გნათოლოგი?

გნათოლოგი აფასებს, როგორ იღება და იკეტება თქვენი ყბა, პოულობს დისბალანსს კბილებში, სახსარში ან კუთებში. სვამს დიაზნოს და ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. ამის შემდგომ, კი იყენებს სპლინტთერაპიას, რაღა აღადგინოს დაკარგული ბალანსი და ჰარმონია.

და ბოლოს,

თუ თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა, ნუ გადადებთ. მიმართეთ ქ.ხიზანიშვილის სტომატოლოგიურ ცენტრს, სადაც გამოცდილი პროფესიონალები სიღრმისეულად შეაფასებენ თქვენს შემთხვევას და დაგეხმარებიან მიაკვლიოთ მკურნალობის საუკეთესო გზას.

აირჩიეთ სერვისი*
სახელი*
ელ.ფოსტა*
მობილურის ნომერი *
კომენტარი